თალაქვაძე ნიკიტა მალაქიას ძე -  დეკანოზი
თალაქვაძე ნიკიტა მალაქიას ძე -  დეკანოზი

თალაქვაძე ნიკიტა მალაქიას ძე -  დეკანოზი (1873, ოზურგეთის მაზრა, სოფ. ასკანა -8.XII.1933, თბილისი), დეკანოზი დაჯილდოებულია კამილავკითა  (06.V.1913) და  სამკერდე ოქროს ჯვრით (15.V.1915). დაიბადა მედავითნის ოჯახში. დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1895); კიევის სას. აკად. (1899). იყო ქუთაისის სას. სასწავლებელის მასწავლებლი (1899-1902). იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს (XII.1902), შემდეგ კი მღვდლად. დაინიშნა ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. იყო დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი (19.XI.1903); სემინარიის საბჭოს წევრი (1906). მან მ. ლაღიძის, ს. მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა თამარობის დღესასწაული (1912). ასწავლიდა საღვთო სჯულს თბილ. საოსტატო ინ-ტში (1912-1918). იყო ანჩისხატის ყოვლად წმ. ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესიის წინამძღვარი (20.V.1912); ქართვ. შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ნამდვილი წევრი (1916); ამავე საზ-ების თბილ. განყ-ების წევრი (1917); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ების წევრი (1917-1918); საკათოლიკოსო საბჭოს წევრი (1917-1920).  მოგვიანებით, მას დეკანოზის წოდება მიენიჭა (1917). აქტიურად იყო ჩართული საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რ-საც ესწრებოდნენ ნ. ჟორდანია, ალ. ლომთათიძე, ს. მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (08.III.1917). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. ახლად აღდგენილი ქართ. ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II დასახელდა (08.IX.1917). იგი  ასწავლიდა მეოცე ტექნიკუმში (ქალთა მესამე გიმნაზიაში) საქართვ. ისტორიას და ქართ. ენასა და ლიტერატურას (15.I.1920). იყო სამოძღვრო კურსების პედ. და მქადაგებლი (30.I.1922);   მოძღვარმა იძულებით დატოვა ეკლესია (VII.1924) და  სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ჯერ საქართვ. ფინსახკომის საბიუჯეტო განყ-ების უფროსად;  შემდგომ კულტ. სამინისტროში ,,შრომის ბირჟასთან“ არსებულ კოლექტივში (1930), შემდეგ რკინიგზაში თარჯიმნად (16.XI.1931).

ლიტ.: ქართველიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921):ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნ-ტის გამ–ბა. 2018. — გვ. 177; საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.